05:54 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-10 13:13:00, 661 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ, უცხო ქვეყნის 4 მოქალაქის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ასევე უცხო ქვეყნის 2 მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი 4 პირის განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის  მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე უცხო ქვეყნის 2 მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

გენპროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, 7 დეკემბერს, ბათუმში, ბრალდებულები მივიდნენ ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, სადაც ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები იმყოფებოდნენ და ცეცხლსასროლი იარაღებიდან მრავალჯერადი გასროლით 4 პირს ჭრილობები მიაყენეს - მიყენებული დაზიანებების შედეგად სამი ადგილზე, ხოლო ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

„სამართალდამცველებმა ბრალდებულები იმავე დღეს დააკავეს. მათ ბრალდება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი" და „ლ" ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი ჯგუფურად ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ) და  236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics