2024-12-06 13:29:12, 436 ნახვა
სამართალი
გელა ხასაია გაათავისუფლეს
„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი გელა ხასაია გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ კოალიციის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
როგორც პრესსამსახურში აცხადებენ, ხასაია ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა.
აღსანიშნავია, რომ გელა ხასაია თბილისში, პარტია „დროას“ ოფისთან 4 დეკემბერს დააკავეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,