09:24 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-04 01:11:28, 397 ნახვა

სამართალი
ქალს რომელიც სპეცრაზმა შეითრია და დააკავეს 2600 ლარიანი ჯარიმა შეუფარდეს

ნანა ტომარაძე, რომელმაც წუხელ, რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმის კორდონი ფეხით გაარღვია, სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით 2 600 ლარი დააკისრა.

"ის გახლავთ მარტოხელა დედა, ჰყავს 11 წლის შვილი და მასზე ნერვიულობს. როცა განვუმარტე, რომ შესაძლოა, ჯარიმა გამოუწერონ, ძალიან განერვიულდა. ამბობს, რომ არ აქვს საშუალება, რომ ჯარიმა გადაიხადოს", - განაცხადა ნანა ტომარაძის ადვოკატმა.

ახალგაზრდა ქალის დაკავება წუხელ მოხდა. იგი ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს სადაც ღამე გაათია.  ნანა ტომარაძეს სახლში 11 წლის შვილი ელოდება.

ცნობისთვის, 3 დეკემბრის ღამეს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, ნანა ტომარაძე სპეცრაზმმა მას შემდეგ შეითრია კორდონში, რაც მან სპეცრაზმელის ფარს ფეხი დაარტყა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics