2015-02-14 10:49:45, 806 ნახვა
მსოფლიო
პეტრო პოროშენკო: სამშვიდობო შეთანხმება საფრთხეშია
სამშვიდობო შეთანხმება საფრთხეშია, - ამის შესახებ BBC-ს ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა.
პოროშენკოს თქმით, მიუხედავად შეთანახმებისა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში დღეს ღამით ცეცხლი უნდა შეწყდეს, საბრძოლო მოქმედებები გრძელდება.
შეგახსენებთ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მხარეებმა 12 თებერვალს მიაღწიეს, თუმცა გუშინ, დონბასში სროლის ხმა ინტენსიურად ისმოდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან