20:21 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-18 09:39:02, 479 ნახვა

ომი უკრაინაში
ქალაქ სუმზე რუსების თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვია

უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსეთის განხორციელებული დარტყმის შედეგად რაკეტა მოხვდა საცხოვრებელ კორპუსს. უკრაინის ეროვნული პოლიციის ცნობით, თავდასხმას 10 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ორი ბავშვი.

სუმის საკრებულოს ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა ცხრა წლის ბიჭი და 14 წლის გოგონა, დაიჭრა 55 ზრდასრული და 8 ბავშვი.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა დაადასტურა დაზიანებული სახლის ნანგრევებიდან 400-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია. რუსულმა რაკეტამ ჩაამტვრია მეზობელ 6 მაღალსართულიან კორპუსს მინები და განადგურდა ოთხი მანქანა.

„სუმში მოხდა სარაკეტო დარტყმა ცხრასართულიან შენობაზე, სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს, ვუსამძიმრებ ოჯახებს და ახლობლებს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ თავის Telegram-ის არხზე. .

შუაღამის შემდეგ რუსეთის არმიამ სუმიზე კიდევ ერთი სარაკეტო დარტყმა განახორციელა. სუმის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, თავდასხმის შედეგად ქალაქში ელექტროენერგია გაითიშა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics