19:30 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-07 12:29:21, 348 ნახვა

სამართალი
სარფის მებაჟე ოფიცრებმა 14 კილოგრამზე მეტი არადეკლარირებული ვერცხლის ნაკეთობები გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის "სარფის" საბაჟო გამშვებ პუნქტში მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული სატრანსპორტო საშუალების დეტალური დათვალიერების შედეგად, ავტობუსის სალონში, წინასწარ მოწყობილ სამალავში ორ შეკვრად დაფასოებული 14.0967 კილოგრამი არადეკლარირებული ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 35 382.72 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics