2024-11-07 09:53:59, 401 ნახვა
სამართალი
საია - ქუთაისის სააპელაციომ, ჩვენი მოთხოვნა, რომელიც არჩევნებზე ხმის ფარულობის მასობრივ დარღვევას შეეხებოდა, არ დააკმაყოფილა
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მოთხოვნა, რომელიც არჩევნებზე ხმის ფარულობის მასობრივ დარღვევას შეეხებოდა, არ დააკმაყოფილა.
ამის შესახებ ინფორმაციას საია სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ავრცელებს.
„მიუხედავად წარდგენილი მტკიცებულებებისა, სასამართლომ არ დაიცვა ამომრჩევლების კონსტიტუციური უფლება“,- აცხადებენ ორგანიზაციაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,