2024-11-06 16:35:53, 416 ნახვა
სამართალი
ISFED - სააპელაციომ, 15 უბნის ბათილი ბიულეტენების გადათვლაზე, გორის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა
„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) ცნობით, სააპელაციო სასამართლომ, 15 უბნის ბათილი ბიულეტენების გადათვლასთან დაკავშირებით, გორის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა.
ამის შესახებ ორგანიზაცია სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს.
ISFED-ის ინფორმაციით, ასევე, სასამართლომ „სამართლიანი არჩევნების“ 3 სააპელაციო საჩივრიდან არცერთი არ დააკმაყოფილა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,