2016-02-26 17:01:15, 657 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლით კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალიდან, 2.4778 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.4839 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0061 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ოფიციალური კურსით, 1 ევრო ხვალიდან 2.7293 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ღირებულება 2.7373 ლარს შეადგენს. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0080 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან