23:46 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-24 12:53:05, 639 ნახვა

ომი უკრაინაში
გაეროს მოსახლეობის ფონდი - რუსეთის ფართომასშტაბური ინტერვენციის დაწყების შემდეგ, უკრაინის მოსახლეობა 10 მილიონით შემცირდა

რუსეთის ფართომასშტაბური ინტერვენციის დაწყების შემდეგ, უკრაინის მოსახლეობა 10 მილიონით, ანუ დაახლოებით, მეოთხედით შემცირდა,- ამის შესახებ გაეროს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენელმა, ფლორენს ბაუერმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბაუერის განმარტებით, კლება განპირობებულია ლტოლვილების დიდი რაოდენობით, შობადობის შემცირებით და ომში დაღუპულებით.

"შობადობის მაჩვენებელი მკვეთრად დაეცა და ამჟამად შეადგენს ერთ ბავშვს ერთ ქალზე, რაც არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი",- განაცხადა გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმოსავლეთ ევროპის განყოფილების ხელმძღვანელმა.

როგორც ბაუერმა აღნიშნა, რუსეთის ინტერვენციამ უკრაინაში არსებული ისედაც რთული დემოგრაფიული მდგომარეობა კიდევ უფრო გაამწვავა.

2021 წლის მონაცემებით, რუსეთის მიერ ფართომასშტაბური ომის დაწყებამდე უკრაინის მოსახლეობა 40 მილიონს შეადგენდა.

ბაუერის თქმით, უკრაინის მოსახლეობაზე ომის გავლენის ზუსტი შეფასება შესაძლებელი იქნება კონფლიქტის დასრულების შემდეგ, როდესაც შესაძლებელი იქნება მოსახლეობის სრული აღწერის ჩატარება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics