2016-02-23 09:01:29, 647 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარი 2.4801 ლარი ღირს
ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით ისევ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს, 2.4801 ლარი ღირს, გუშინ მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.4795 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს. 1 ევრო დღეს, 2.7445 ლარი ეღირება, გუშინ მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 2.7522 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0077 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან