12:14 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-23 12:05:07, 575 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინელი სამხედროები აცხადებენ, რომ სადესანტო ბრიგადებმა რუსეთის საზღვრის კიდევ ერთი მონაკვეთი გაარღვიეს [ვიდეო]

უკრაინის შეიარაღებული ძალების 95-ე ცალკეული საჰაერო-სადესანტო ბრიგადის მებრძოლებმა რუსეთის საზღვრის ერთ-ერთი მონაკვეთი გაარღვიეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო-სადესანტო ძალების სარდლობის კომუნიკაციების დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მედია წერს, მებრძოლებმა გაავრცელეს ვიდეო, სადაც კომუნიკაციების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩანს, თუ როგორ ჭრიან სამხედროები გასასვლელებს საინჟინრო ზღუდეებში და როგორ შედიან საჰაერო-სადესანტო ქვედანაყოფები მტრის ტერიტორიაზე. ასევე ვიდეოში ნაჩვენებია შეტაკებები საზღვრისპირა ზოლში, სადაც საჰაერო-სადესანტო ჯარების ტანკისტები მოწინააღმდეგის საყრდენ პუნქტს ანადგურებენ.

"უკრაინის შეიარაღებული ძალების 95-ე ცალკეული საჰაერო-სადესანტო ბრიგადის ქვედანაყოფებმა რუსეთის საზღვრის ერთ-ერთი მონაკვეთი გაარღვიეს. ეს არის რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქის ტერიტორიაზე ოპერაციის დაწყებიდან რუსეთის საზღვრის გარღვევის უკვე მეორე წარმატებული ოპერაცია“,- აღნიშნულია დეპარტამენტის ოფიციალურ ინფორმაციაში, თუმცა არ არის დაკონკრეტებული რუსეთის ფედერაციის საზღვრის რომელ მონაკვეთზეა საუბარი.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics