01:21 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-13 16:54:01, 408 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ გამოძალვაში დახმარების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი თანხის გამოძალვაში დახმარების, ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, გადაზიდვის ფაქტზე 2 პირს, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, მათ შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანი, საზღვარგარეთ მყოფ პირს მარნეულის მუნიციპალიტეტში თანხის გამოძალვაში ეხმარებოდნენ, რა დროსაც დაზარალებულს სიცოცხლის მოსპობის და ნივთების განადგურების მუქარით თანხის გადახდა მოსთხოვეს, უარის მიღების შემდეგ კი მისი სახლის ეზოში ხელყუმბარა ისროლეს, რომელიც არ აფეთქდა.

"გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული შეესწრო მომხდარს და ფლობდა ინფორმაციას მძიმე დანაშაულების ჩადენის შესახებ, თუმცა სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (გამოძალვაში დახმარება, დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების და მისი ნივთის განადგურების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად), 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით (ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, გადაზიდვა), 376-ე მუხლის პირველი ნაწილით (მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ორ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, ხოლო ერთს, დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ბრალდებულს, გამოძიებასთან თანამშრომლობის გათვალისწინებით, საპატიმრო გირაო 10 000 ლარის ოდენობით შეეფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics