01:15 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-19 17:02:01, 792 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა „ომეგა ჯგუფის“ საწარმოები დაათვალიერა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „ომეგა ჯგუფის“ საწარმოები დაათვალიერა და მათი განვითარების სამომავლო გეგმებს გაეცნო. ვიცე-პრემიერს მეგზურობა „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა გაუწია.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ვიცე-პრემიერმა თავდაპირველად „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანია „ოჯთ“-ს წარმოება დაათვალიერა. აღნიშნული კომპანია 2000 წლიდან საქმიანობს და 100-ზე მეტი დასახელების თამბაქოს ნაწარმს უშვებს. სამომავლოდ, კომპანია წარმოების გაფართოებას და პირველადი თამბაქოს გადამუშავების საწარმოო ციკლის დამატებასგეგმავს, რაც საწარმოში დასაქმებულთა რაოდენობას გაზრდის. საწარმოს პროდუქცია ექსპორტზე გავა.

უწყების ცნობით, გარდა ამისა, დიმიტრი ქუმსიშვილი გაეცნო მაღალტექნოლოგიური პოლიგრაფიული საწარმოს „ომეგა თეგის“ საქმიანობასაც, სადაც ასევე გათვალისწინებულია დამატებითი ციფრული ლაბორატორიული დანადგარების შეძენა.

საქართველოს ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, „ომეგას“ გადაწყვეტილება, საწარმოში დანერგოს თამბაქოს პირველადი გადამუშავების ტექნოლოგიური ხაზი, მნიშვნელოვანი სტიმულია იმ ფერმერებისთვის, რომლებიც თამბაქოს წარმოების განვითარებას გეგმავენ.

სულ „ომეგა ჯგუფში“ დასაქმებულია 2000-მდე ადამიანი, ხოლო საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში შენატანი კი შეადგენს 1,5 მილიარდამდე ლარს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics