06:58 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-14 12:27:52, 477 ნახვა

სამართალი
შსს - კახეთის პოლიციამ ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე 5 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული ა.მ. თავისუფლების ჯგუფურად, უკანონო აღკვეთისა და სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით დააკავეს, ხოლო 1969 წელს დაბადებული ი.ფ., 1999 წელს დაბადებული ჯ.ი., წარსულში ნასამართლევი 1996 წელს დაბადებული ს.ა. და 2003 წელს დაბადებული მ.ბ. თავისუფლების ჯგუფურად, უკანონო აღკვეთის ბრალდებით არიან დაკავებულები. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ა.მ.-მ, ცოლად შერთვის მიზნით, 2000 წელს დაბადებულ გ.გ.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და მასზე სექსუალურად იძალადა. თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, ასევე, მონაწილეობდნენ ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებულები: ი.ფ., ჯ.ი., ს.ა. და მ.ბ.
პოლიციამ, ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გატაცებული გოგონა სოფელ ყარაჯალაში იპოვა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 137-ე მუხლებით მიმდინარეობს",- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics