21:43 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-04 13:08:26, 646 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ რუსული წყალქვეშა ნავი „დონის როსტოვი“ ჩაძირეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს, რომ რუსული წყალქვეშა ნავი, სახელწოდებით "დონის როსტოვი" ჩაძირეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გენშტაბის ცნობით, წყალქვეშა ნავის ჩაძირვა მას შემდეგ მოხდა, რაც ანექსირებულ ყირიმში, საპორტო ქალაქ სევასტოპოლზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს.

"დონის როსტოვის" განადგურება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შავი ზღვის უკრაინის ტერიტორიულ წყლებში რუსული ფლოტისთვის უსაფრთხო ადგილი არ არის",- ნათქვამია გენერალური შტაბის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულის გარდა, შეტევის დროს რუსეთის S-400-ის ტიპის 4 საჰაერო თავდაცვის სისტემის განადგურებაც მოახერხეს.

მომხდართან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროში ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებიათ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics