2016-02-17 17:18:50, 621 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა
ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით ისევ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.4921 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.4914 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლრთან მიმართებაში 0.0007 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში მცირედით გამყარდა. ოფიციალური კურსით, 1 ევრო ხვალ, 2.7735 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ღირებულება 2.7841 ლარს შეადგენს. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0106 ლარი შეადგინა,
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან