23:22 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-19 12:31:28, 636 ნახვა

ომი უკრაინაში
სტოლტენბერგი - ევროპა მზად უნდა იყოს უკრაინაში ომისთვის ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში

ევროპა მზად უნდა იყოს უკრაინაში ომისთვის ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში,- ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა BBC-სთან საუბრისას განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვას, უნდა მოემზადონ თუ არა ნატოს მოკავშირეები უკრაინაში 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტისთვის, სტოლტენბერგმა დადებითი პასუხი გასცა და აღნიშნა:

„მთავარი გზავნილი არის ის, რომ რაც უფრო ძლიერი იქნება უკრაინის მხარდაჭერა და რაც უფრო დიდხანს ვიქნებით მზად, რომ უკრაინას დავეხმაროთ, მით უფრო მალე დასრულდება ეს ომი. პარადოქსი ისაა, რომ ახლა პრეზიდენტ პუტინს სჯერა, რომ მას შეუძლია, დაგველოდოს. ამიტომ, ომი გრძელდება. როდესაც ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ჩვენ აქ ვიქნებით დიდი ხნის განმავლობაში, რომ გვაქვს ძლიერი მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, მაშინ ჩვენ გვაქვს პირობები გადაწყვეტისთვის, სადაც უკრაინა გაიმარჯვებს, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო. ახლა თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდამჭერი დროა და ადგილი უკრაინაა“,- თქვა  სტოლტენბერგმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics