08:02 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-08 15:32:34, 570 ნახვა

ომი უკრაინაში
განმეორებითი თავდასხმისას კიევში სამედიცინო ცენტრის შენობა და სამი სატრანსფორმატორო სადგური დაზიანდა

კიევის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაცია იუწყება, რომ ქალაქის დნეპრის რაიონში მრავალსართულიანი სამედიცინო ცენტრის შენობა სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა. წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა 4 და დაშავდა 3 ადამიანი.

შენობა ნაწილობრივ დანგრეულია, ნანგრევების გაწმენდა და დაზარალებულთა ძებნა გრძელდება.

კიევის სხვა რაიონებში რუსული დარტყმების შედეგად განადგურდა და დაზიანდა ენერგოკომპანია DTEK-ის სამი სატრანსფორმატორო ქვესადგური.

„დაზიანებულია ელექტრო ქსელებიც. ადგილზე უკვე მუშაობენ ენერგეტიკის მუშაკები. სახლების უმეტესობა მალე იკვებება სარეზერვო წყაროებით“, - ნათქვამია DTEK-ის განცხადებაში.

კიევში სარაკეტო თავდასხმის შედეგად უკვე დაიღუპა 10 და დაშავდა 35, იტყობინება ქალაქის სამხედრო ადმინისტრაცია. უცნობია შედის თუ არა ამ რიცხვში საავადმყოფოში მყოფი დაშავებულები და არსებობს ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია შესაძლო მსხვერპლის შესახებ.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის იგორ კლიმენკოს განცხადებით, უკრაინაზე რუსეთის დილის თავდასხმის შედეგად სულ 20-მდე ადამიანი დაიღუპა და 50-მდე დაშავდა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics