04:19 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-04 17:25:31, 500 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების ფაქტებზე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.  ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა  განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს: 269.702 გრ.  „ჰეროინს'', 0.1832 გრ. „ბუპრენორფინს'', 3.64 გრ. „მეთადონს'' (მარილი), 23.776 გრ. „მორფინს'' (ფუძე), 39.986 გრ. „კოდეინს'' (ფუძე) და 34.032 გრ. „თებაინს'', საიდანაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 7,156 გრ. „ჰეროინი'', დიდი ოდენობით - 0,02 გრ. „ბუპრენორფინი'' და  0,6 გრ.  „მეთადონი''  2024  წლის 30 მაისს,  უკანონოდ გაასაღა.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს ბათუმში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე  მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა", მეხუთე ნაწილის ,,ა" და მეშვიდე ნაწილის ''ა'' ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვა და დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 14-დან 20  წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics