16:58 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-10 22:14:49, 510 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესის რეგიონზე სარაკეტო იერიში მიიტანა - დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის 10 წლის ბავშვი

რუსეთმა ოდესის რეგიონზე სარაკეტო იერიში მიიტანა, - ამის შესახებ ინფორმაციას ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი ავრცელებს.

კიპერის ცნობით, მომხდარი სარაკეტო იერიშის შედეგად, დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის 10 წლის ბავშვი.

„რუსების მიერ სარაკეტო თავდასხმის შედეგად ოდესის რეგიონში დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, 10 წლის გოგონა, დაშავდა კიდევ შვიდი, ერთი მძიმე მდგომარეობაშია. მისი ქვედა კიდურები ამპუტირებულია, ექიმები ყველაფერს აკეთებენ დაშავებულების დასახმარებლად“, - განაცხადა კიპერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics