16:04 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-02 11:33:28, 1181 ნახვა

რეგიონი
კასპის მერი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მერის პირველ მოადგილესთან, დავით ქისიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, შოთა ბეგლარაშვილთან ერთად, კასპში, რუსთაველისა და ლესელიძის ქუჩების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამით მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, მუნიციპალიტეტის მერია 7 წელია, მრავალსართულიანი ბინების ინფრასტრუქტურულ საჭიროებებზე 12 სახის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აფინანსებს. 

"სამუშაოებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანიების დახმარებით ახორციელებენ. პროექტის ფარგლებში ფინანსდება: შიდა სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემის გაყვანილობა; შენობის ფასადებისა და სახურავების შეკეთება; სადარბაზოების შესასვლელში პანდუსების მონტაჟი; სადარბაზოების კარების დამზადება და მონტაჟი; მრავალბინიანი შენობის კაპიტალური გამაგრება და სხვა.

მიმდინარე წელს აღნიშნული პროგრამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 150 000 ლარის დაფინანსება გამოიყო, თუმცა საჭიროებიდან გამომდინარე მერიამ აღნიშნული თანხა დამატებით 50 0000 ლარით გაზარდა.

წელს 9 მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინის ამხანაგობების მოთხოვნა შემოვიდა მერიაში. მათგან არის დასრულებული და მიმდინარე სამუშაოები, ასევე, გამოცხადებულია 2 ტენდერი

კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მიზანია, მოსახლეობის ჩართულობით, ხელი შეუწყოს მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, ასევე ჩამოაყალიბონ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები და აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გაიუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები",- ნათქვამია კასპის მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics