14:35 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-13 12:25:08, 713 ნახვა

რეგიონი
ქედაში, „საზოგადოებრივ სამუშაოებზე სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა

ქედაში, „საზოგადოებრივ სამუშაოებზე სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასაქმების  ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, შეხვედრას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ზურაბ მენთეშაშვილი, ადმინისტრაციული და იურიდიული სამსახურის უფროსი დიმიტრი მაჭავარიანი,  ლოჯისტიკის სამსახურის წარმომადგენელი დავით თათარაშვილი უძღვებოდნენ.

"შეხვედრაზე განიხილეს ქვეპროგრამის მიმდინარეობა,  შეფასდა არსებული სიტუაცია, მოისმინეს ინფორმაცია სააგენტოს მიერ, მომდევნო წლისათვის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში განსახორციელებელ მიმართულებებზე.

 შეხვედრას მერის მოადგილეები,  მუნიციპალური ორგანიზაციის ხელმძღვანელები და ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლები ესწრებოდნენ",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics