17:54 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-18 12:13:16, 1081 ნახვა

რეგიონი
აჭარის პოპულარიზაცია სამიზნე ქვეყნებში გრძელდება

აჭარის პოპულარიზაცია სამიზნე ქვეყნებში გრძელდება. ამჯერად, რეგიონს ტუროპერატორები და ავიაკომპანიების წარმომადგენლები საუდის არაბეთიდან სტუმრობენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, ბათუმის ტურისტული ინფრასტრუქტურისა და ძირითადი ღირსშესანიშნაობების მონახულების შემდეგ ინფოტურის მონაწილეებმა  მთიან აჭარაში იმოგზაურეს, ასევე ჰქონდათ საქმიანი შეხვედრები ადგილობრივ ტუროპერატორებთან.

„აჭარა და ზოგადად, საქართველო საუდის არაბეთში მიმზიდველი ტურისტული მიმართულებაა, რაზეც ბათუმის მიმართულებით გაზრდილი ფრენების სიხშირეები და ვიზიტორების რაოდენობა (+118% ) მეტყველებს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული ინფოტურის მონაწილეები გეგმავენ არაბ ტურისტებს აჭარა, როგორც ოთხი სეზონის ტურისტული მიმართულება შესთავაზონ. ადგილობრივ ტურსააგენტოებთან ერთად მათ უკვე დაიწყეს ერთობლივ ტურისტულ პაკეტებზე მუშაობა, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში არაბი ვიზიტორების რაოდენობის ზრდას. დეპარტამენტი რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების რეკლამირების მიზნით ტურისტული სააგენტოებისა და მედიის წარმომადგენლების მასპინძლობას ყველა სამიზნე ქვეყნიდან გეგმავს. 2022 წელს, პრეს-ინფოტურების შედეგად რეგიონს 500-მდე ჟურნალისტი, ბლოგერი, ტურისტული და ავიაკომპანიის წარმომადგენელი სტუმრობდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics