16:38 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-09 13:03:40, 330 ნახვა

პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: ეროვნული სირცხვილი რომ აღარ განმეორდეს, რეფორმაა საჭირო

„იური ვაზაგაშვილის მკვლელობა თავისი ფორმით, განხორციელების გზებით არაადამიანურობის მწვერვალია“, – ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისივე თქმით, თუ იური ვაზაგაშვილის მკვლელობისთვის დაკავებული პოლიციელის ბრალეულობა დადასტურდება, ეს ერთის მხრივ მნიშვნელოვანი საქმის გახსნა, მეორეს მხრივ კი, დიდი ეროვნული სირცხვილი იქნება.

პარლამენტის თავჯდომარის შეფასებით, მსგავსი რამ რომ აღარ განმეორდეს, დაუყოვნებლივ რეფორმაა საჭირო. 

„ბოლო კვირების განმავლობაში, მთავარი თემა, რომელზეც მოქალაქეები, ხელისუფლება, ყველა შოკირებულები ვართ. ეს იყო იური ვაზაგაშვილის მკვლელობა, რომელიც თავისი ფორმით, თავისი განხორციელების გზებით არის და იყო არა მხოლოდ დანაშაული, არამედ არაადამიანურობის მწვერვალი. როგორც გუშინ პროკურატურიდან გვამცნეს, დაკავებულია პიროვნება, რომელიც ბრალდებულია დანაშაულის ჩადენაში, თუ ეს ასეა, ერთის მხრივ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საქმის გახსნა, ამის გამო ვინც იღვაწა დიდი მადლობა ეკუთვნით, მაგრამ მეორეს მხრივ ეს არის ეროვნული სირცხვილი, როდესაც პოლიციის თანამშრომელი ნაცვლად იმისა, რომ ადამიანის უფლებებს იცავდეს, გეგმავს და ახორციელებს ასეთ საზარელ დანაშაულს. ეროვნული სირცხვილი, რომ აღარ განმეორდეს, ამისთვის დაუყოვნებლივ რეფორმაა საჭირო“, –   აღნიშნა დავით უსუფაშვილმა. 

ცნობისთვის, გუშინ პროკურატურამ იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული, პოლიციის რიგითი თანამშრომელი გია სოსანაშვილი დააკავა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
სალომე ზურაბიშვილი: საჭიროა, ახალი პარტიები გამოჩდნენ
მეუფე შიომ 9 აპრილის მემორიალთან თავისუფლების მნიშვნელობაზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics