2023-04-18 22:18:05, 1299 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს ალექსანდერ ვინიკოვს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს ნატო-სთან თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. აღინიშნა, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობები დინამიურად ვითარდება. მხარეებმა იმსჯელეს თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზეც.
თორნიკე რიჟვაძის თქმით, საქართველო ალიანსის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია, ნატოს გემების რეგულარული ვიზიტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცებისთვის.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),