2023-03-22 13:18:06, 1277 ნახვა
რეგიონი
წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქედაში დასუფთავების აქცია გაიმართა
წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო" კამპანია ,,ლურჯი ნაკადულის" ფარგლებში, ქედაში დასუფთავების აქცია გაიმართა. აღნიშNულის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, აქციის ფარგლებში, მდინარე აჭარის წყლის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა, რომელშიც მერიის ზედამხედველობის სამსახურისა და შპს ,,კომუნალურსერვისის" თანამშრომლები მონაწილეობდნენ. დასუფთავების აქციას მუნიციპალიტეტი სისტემატიურად ახორციელებს.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),