15:58 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-26 18:48:16, 1349 ნახვა

რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტის მერია კულტურის ცენტრის შიდა სივრცის მოწყობას გეგმავს

კასპის მუნიციპალიტეტის მერია კულტურის ცენტრის შიდა პერიმეტრის მოწესრიგებასა და გათბობის სისტემის მოწყობას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. 

2022 წლის ბოლოს მერიამ კულტურის ცენტრის ცენტრალური გათბობის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის შესახებ ტენდერი გამოცხადა. ამ ეტაპზე ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია, პროექტირების დასრულების შემდეგ კი სამუშაოების ტენდერი გამოცხადდება.

გარდა ამისა, 2023 წლის ბიუჯეტში შენობის შიდა ინტერიერის სამუშაოებისათვის გათვალისწინებულია 256 000 ლარი. შენობის ფართიდან და სარემონტო საჭიროებებიდან გამომდინარე, სამუშაოები ეტაპობრივად ხორციელდება.

ამჟამად შენობაში ფუნქციონირებს საშემსრულებლო წრეები, მერიის გადაწყვეტილებით პედაგოგები ფართით უსასყიდლოდ სარგებლობენ. ასევე მოქმედებს სხვადასხვა შეღავათები როგორც ბავშვებისთვის ისე იქ დასაქმებული პირებისთვის.

აღსანიშნავია, რომ პროექტის „განახლებული რეგიონები“-ს ფარგლებში კასპის კულტურის ცენტრის გარე ფასადის რეაბილიტაცია გასულ წელს ჩატარდა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics