17:52 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-06 13:19:10, 1822 ნახვა

სხვადასხვა
ლატვიის მედიის ეროვნულმა საბჭომ ტელეკომპანია Дождь-ს მაუწყებლობის ლიცენზია გაუუქმა

ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ ტელეკომპანია Дождь-ს მაუწყებლობის ლიცენზია გაუუქმა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საბჭოს ხელმძღვანელი, ივარ აბოლინში ავრცელებს.

აბოლინშის თქმით, გადაწყვეტილება „ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის საფრთხის გამო” მიიღეს. ტელეკომპანიამაუწყებლობას ლატვიაში 8 დეკემბერს შეწყვეტს.

„დარღვევების მთლიანობის შეფასებით, საბჭო დარწმუნდა, რომ Дождь-ის ხელმძღვანელობას არ ესმის და არ აცნობიერებს დარღვევების მნიშვნელობას და სერიოზულობას. შესაბამისად, არ შეუძლია იმოქმედოს ლატვიის ტერიტორიაზე“,- განაცხადა აბოლინშმა.

აღსანიშნავია, რომ რუსული ტელეარხის მაუწყებლობამ მანამდე არაერთხელ გამოიწვია ლატვიის ხელისუფლებისა და ოფიციალური პირების უკმაყოფილება.

გასულ კვირას საბჭომ ტელეარხი 10 ათასი ევროთი ანექსირებული ყირიმის რუკის რუსეთის შემადგენლობაში გამოყენებისა და რუსული არმიის მიმართ სიტყვა „ჩვენის“ გამოყენებისთვის დააჯარიმა.

მაშინ აბოლინსმა აღნიშნა, რომ ეს არხის მეორე დარღვევაა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. მან აღნიშნა, რომ სამი სერიოზული დარღვევისთვის Дождь-ს  შესაძლოა ჩამოერთვას მაუწყებლობის ლიცენზია.

ტელეწამყვანის ალექსეი კოროსტელევის სიტყვების შემდეგ დოჟდის პირდაპირ ეთერში, 1 დეკემბერს, ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება იმის გამო, რომ არხი დახმარებას უწევდა რუსეთის ჯარს.

ტელეარხმა მეორე დღეს ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ მან შეწყვიტა მუშაობა კოროსტელევთან. ამასთან, ჟურნალისტის მხარდაჭერის ნიშნად, ტელეკომპანია კიდევ სამმა თანამშრომელმა დატოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი - Weitai შემოიყვანა
ცოფის შემთხვევის დაფიქსირების გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი "ჩემი რეგიონი - ჩემი ბანკნოტი" დასრულდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics