14:33 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-21 16:46:44, 1712 ნახვა

რეგიონი
კასპის მუზეუმში, მხატვარ გივი შეშაბერიძის ნამუშევრების რიგით მესამე პერსონალური გამოფენა გაიმართა

კასპის გიორგი ხორგუაშვილის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დარბაზში, მხატვარ გივი შეშაბერიძის ნამუშევრების რიგით მესამე პერსონალური გამოფენა გაიმართა.

გამოფენა გახსნა მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორმა გიორგი ჩადუნელმა.

მხატვარი ათეულია წლებია ხატავს და როგორც მან განაცხადა 300-მდე ფერწერული ნამუშევარი აქვს შექმნილი. 

გივი შეშაბერიძე  მოსე თოიძის სამხატვრო სასწავლებელის ქანდაკება - მოდელირებისა და ლითონის მხატვრულად დამუშავების ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. 

მხატვარი ბუნებას, ისტორიულ ძეგლებს, პორტრეტებს ხატავს, შექმნა საკუთარი ავტოპორტრეტიც თუმცა ყველაზე მეტად პეიზაჟების ხატვა უყვარს.

1982 წლიდან არის მრავალი რესპუბლიკური  და   რეგიონალური გამოფენის მონაწილე, ხოლო ნამუშევრისათვის „ღამე დარიალის ხეობაში“ 1987 წელს მეორე საკავშირო ფესტივალის ლაურეატის მედლით დააჯილდოვეს.

მხატვარს მიესალმნენ და მის შემოქმედებაზე ისაუბრეს კასპელმა მხატვრებმა იორამ იმედშვილმა და თემურ ბითაძემ, ა(ა)იპ ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების გაერთიანების დირექტორმა ეთერ ჩადუნელმა, კასპის მუნიციპალიტეტის გაზეთ „ახალი განთიადი“-ს ჟურნალისტმა ამირან ტალახაძემ და სხვებმა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics