14:33 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-29 16:51:29, 1370 ნახვა

რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში „პროფესიული განვითარების საჭიროებების შეფასების" შესახებ ტრენინგი გაიმართა

ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში  „პროფესიული განვითარების საჭიროებების შეფასება"- ის შესახებ ტრენინგი გაიმართა.

ტრენინგი განკუთვნილი იყო მერიის პირველადი და მეორადი სტრუქტურული ხელმძღვანელებისათვის, რომლებიც უშუალოდ უზრუნველყოფენ მათ დაქვემდებარებაში მყოფი მოხელეების შეფასებას და პროფესიული განვითარების საჭიროებების დადგენას. 

 შეხვედრა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) და საჯარო სამსახურის ბიუროს ერთობლივი პროექტის - "სამუშაოს შეფასებაზე დაფუძნებული თანამედროვე პროფესიული განვითარების მიდგომების დანერგვის ხელშეწყობა აჭარის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონების 11 მუნიციპალიტეტში" პროექტის ფარგლებში განხორციელდა. 

ტრენინგს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი ნინო კვირიკაშვილი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი თეა რუსიტაშვილი უძღვებოდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics