22:11 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-17 10:51:42, 1699 ნახვა

სხვადასხვა
ხიჯაბის არასწორად ტარებისთვის დაკავებული ირანელი ქალი საპატიმროში გარდაიცვალა

ირანის ხელისუფლებამ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევაში ბრალდებული ქალის გარდაცვალების გარემოებების გამოძიების დაწყების შესახებ განაცხადა. 22 წლის მაჰსა ამინი თეირანში დააკავეს. ვიცე-პოლიციას არ მოეწონა, რომ მისი თმა კარგად არ იყო დაფარული რელიგიური თავსაბურავით.

ოფიციალური მონაცემებით, სამდღიანი დაკავების დროს ქალს ინფარქტი დაემართა. ახლობლები ამტკიცებენ, რომ მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები არ ჰქონია. აქტივისტები და პოლიტიკოსები იხსენებენ არაერთ საჩივარს ვიცე-პოლიციის მიერ დაკავებულების მიმართ არაადამიანური მოპყრობის შესახებ.

სოციალური მედიით ვრცელდება ვიდეოჩანაწერები, რომლებიც ასახავს თეირანში ამინის სიკვდილით გამოწვეულ საპროტესტო აქციებს.

ირანის საკითხებში აშშ-ის წარმომადგენლის, რობერტ მაილის თქმით, "არასწორი" ჰიჯაბის გამო ამინის სიკვდილი თავზარდამცემია და დამნაშავეებს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. უფლებადამცველი ორგანიზაცია, ამნესტი ინტერნეიშენალი გამოდის გამოძიების ჩატარების მოწოდებით "საეჭვო" სიკვდილის გარშემო.

ამინი დასავლეთ ირანიდან თეირანში ნათესავებთან შესახვედრად ჩავიდა, როცა ის 13 სექტემბერს დააპატიმრეს. დაკავებიდან რამდენიმე საათში მის ოჯახს შეატყობინეს, რომ ამინი საავადმყოფოში იყო გადაყვანილი. ამინის დედამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ოჯახმა საჩივარი შეიტანა თეირანის პოლიციაში და რომ მისი შვილი დაკავებამდე სრულიად ჯანმრთელი იყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
გიგა ავალიანის დედა - დღეს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა შემიმსუბუქა მდგომარეობა
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო - გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics