2015-02-05 15:02:12, 427 ნახვა
პოლიტიკა
კახი კალაძე: შესაძლოა, არსებობდეს ძალები, ვისაც ქვეყანაში ქაოსი და არეულობა აწყობს
შესაძლოა, საქართველოში არსებობდეს ის ძალები, ვისაც ქაოსი და არეულობა აწყობდეს,-ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
თუმცა, კალაძეს უჭირს საუბარი, თუ ვის შეიძლება ჰქონდეს ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნის სურვილი.
"გამიჭირდება კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გაცემა, თუ ვინ არის ის მოძრაობები, ვისაც დესტაბილიზაციის შექმნა უნდათ ქვეყანაში, თუმცა შეიძლება არსებობდეს ისეთი ძალები, ვისაც ქაოსი და არეულობა აწყობდეს",-განაცხადა კახი კალაძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან