12:19 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-28 13:06:35, 1407 ნახვა

რეგიონი
რიჟვაძე - აჭარაში ტურიზმი სწრაფი ტემპით დაუბრუნდა 2019 წლის მონაცემებს

აჭარის მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ აჭარაში ტურიზმი სწრაფი ტემპით დაუბრუნდა 2019 წლის მონაცემებს. პოზიტიური დინამიკა შეინიშნება, როგორც საერთაშორისო, ისე შიდა ტურიზმის მიმართულებით. რეგიონში გააქტიურებულია კულტურული ცხოვრება, საერთაშორისო ფესტივალები, რაც მნიშვნელოვანია როგორც აჭარის მცხოვრებლებისთვის, ისე ჩვენი სტუმრებისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

„ტურიზმის აღდგენასთან დაკავშირებით მინდა საზოგადოებას მივაწოდო განახლებული ინფორმაცია. ყველა პარამეტრით აღდგენილია 2019 წლის ტურისტული ნაკადების დინამიკა და უნდა ითქვას, რომ აჭარა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გამორჩეულია კულტურული ცხოვრების თვალსაზრისით. არაერთი მნიშვნელოვანი ფესტივალი ჩატარდა ქალაქში, რაც მნიშვნელოვანია როგორც აჭარის მცხოვრებლებისთვის, ასევე ტურისტებისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ ტურისტული და სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში. ქედასა და შუახევში უკვე მოეწყო ახალი, თანამედოვე ველო ინფრასტრუქტურა. ასევე, ქობულეთში დასრულდა ახალი ბულვარის მშენებლობა. ჯვარიმინდორზე შუახევში მოეწყო ახალი ტურისტული თავშესაფრები და საპიკნიკე ინფრასტრუქტურა. აშენდა ეთნოსოფელი მაჭახელაში, რომელიც მნიშვნელოვანია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისთვის" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics