14:30 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-28 14:16:56, 1332 ნახვა

რეგიონი
ბათუმის ავტობუსების პარკი 2022 წლის ბოლომდე სრულად განახლდება

ბათუმის ავტობუსების პარკი 2022 წლის ბოლომდე სრულად განახლდება,- ამის შესახებ აჭარის მთავრობის მეთაურმა, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

რიჟვაძის თქმით, აჭარის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი 6,2 %-ით გაიზარდა და 482 მლნ ლარს აღემატება. 5, 570 000 ლარით  გაიზრდა მუნიციპალიტეტებზე გადასაცემი ტრანსფერის მოცულობა და  ჯამში163 230 000 ლარი შეადგინა.

ამასთან აჭარის მთავრობის მეთაურმა, თორნიკე რიჟვაძემ გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილი პროექტების შესახებ გააკეთა განცხადება - ,,აჭარის უმაღლესმა საბჭომ დაამტკიცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარდგენილი ბიუჯეტი. ჩვენ დაახლოებით ნახევარ მილიარდზე ავიყვანეთ რესპუბლიკური ბიუჯეტი, რაც პირველ რიგში გვაძლევს საშუალებას განვახორციელოთ მეტი პროექტები და მაქსიმალურად ვიზრუნოთ აჭარის მცხოვრებლებზე. ბიუჯეტი გაზრდილია 6%-ით და ის შეადგენს 482 მლნ. ლარს. ამ ბიუჯეტის ფარგლებში, წლის ბოლომდე განხორციელდება არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და პროგრამა. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ბათუმის ნაწილში გაზრდილი სატრანსფერო რაოდენობა, რომელიც გულისხმობს, რომ წლის ბოლომდე, ჩვენ სრულად განვაახლებთ ავტობუსების პარკს ბათუმში და შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტს გადავცემთ დამატებით ავტობუსებს".





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics