|
2022-06-19 15:56:44, 2268 ნახვა
სხვადასხვა
უკრაინა კრძალავს რუსულ მუსიკას, მედიასა და საჯარო სივრცეში
უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს რუსული მუსიკის რეპროდუცირებას მედიასა და საჯარო სივრცეში, განაცხადა უკრაინელმა დეპუტატმა იაროსლავ ჟელეზნიაკმა. რადას ვებგვერდის მასალების მიხედვით, კანონის მიღებას მხარი 303-მა დეპუტატმა დაუჭირა. კანონის ტექსტში ნათქვამია, რომ უკრაინაში აკრძალულია საჯაროდ შესრულება და ჩვენება „ფონოგრამები, ვიდეოგრამები და მუსიკალური ვიდეორგოლები“, თუ ეს არის უკრაინაში „აგრესორად“ გამოცხადებული ქვეყნის მოქალაქის ნამუშევარი. ეს მოთხოვნა ვრცელდება იმ შემსრულებლების სიმღერებზე, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობა აქვთ 1991 წლიდან. წესი არ ვრცელდება მათზე, ვინც უარი თქვა რუსეთის მოქალაქეობაზე და გახდა უკრაინის მოქალაქე. ამავდროულად, რადამ მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს წიგნების და სხვა საგამომცემლო პროდუქციის იმპორტს და გავრცელებას რუსეთიდან, ბელორუსიიდან და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)