23:45 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-06 17:09:37, 1248 ნახვა

რეგიონი
ცნობილი ტრენერების ჩართულობით აჭარაში მასტერკლასები მიმდინარეობს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ტურიზმის სექტორისთვის ცნობილი ტრენერების ჩართულობით მასტერკლასები დაიწყო. ადამიანური რესურსების მართვა,  სტრატეგიული კომუნიკაციები, ემოციური ინტელექტის მართვა და ბრენდინგი სტუმარმასპინძლობის ბიზნესში - ეს ის თემებია, რომლებზეც ბათუმში მასტერკლასები მიმდინარეობს. 

 უწყების ცბობით, დღევანდელი საჯარო ლექცია ადამიანური რესურსების მართვას ეთმობა.  ცნობილი ტრენერი ანდრო დგებუაძე ადამიანური რესურსების მართვაში ჩართულ პირებს გუნდურობას, კორპორატიული კულტურასა და მოტივაციის ამაღლების თემებზე უტარებს მასტერკლასს. 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მასტერკლასებს ტურიზმის სფეროში სერვისის ამაღლების მიზნით უწევს ორგანიზებას. მასში ანდრო დგებუაძესთან ერთად თორნიკე გურული, კახა მაღრაძე და ანდრო მეტრეველი ღებულობს მონაწილეობას.  მასტერკლასების განრიგისა და პროგრამის შესახებ ინფორმაცია სერვისის განვითარების ვებ-გვერდზეა http://serviceajara.ge/  ატვირთული. მათზე დასწრება აჭარაში ტურიზმის სფეროში დასაქმებულ პირებს შეუძლიათ. 

 

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics