23:45 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-24 12:46:03, 1470 ნახვა

რეგიონი
დუბაიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები ივნისიდან იწყება

ივნისში, დუბაიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება. ავიაკომპანია Fly Dubai კვირაში სამი სიხშირით ზაფხულის ტურისტული სეზონის ბოლომდე იფრენს. ბათუმის მიმართულებით ფრენებს გეგმავს ავიაკომპანია Air Arabia-ც, რომელიც პირდაპირ რეისებს ბათუმში დუბაიდან შეასრულებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, არაბეთის გაერთიანებული საამიროები აჭარისთვის ერთ-ერთ საინტერესო ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით საქმიანი შეხვედრები მიმდინარეობდა, როგორც ტურიზმის ისე სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან. მათ შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს ემირატების უმსხვილეს საავიაციო და სამოგზაურო სერვისების მიმწოდებელ კომპანიასთან DNATA, რომელიც მილიონობით მგზავრისთვის ბათუმის ტურისტული პაკეტების შეთავაზებას აქტიურად იწყებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics