22:02 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-20 12:19:10, 1245 ნახვა

რეგიონი
შუახევში, სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობების უფასოდ დამუშავების პროგრამა დასასრულს უახლოვდება

შუახევში, ფერმერების ხელშეწყობის მიზნით,  სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობების უფასოდ დამუშავების პროგრამა დასასრულს უახლოვდება. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. 

უწყების ცნობით, პროგრამას, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო,  ფერმერების ხელშეწყობის მიზნით მესამე წელია ახორციელებს. მიწის დამუშავების პროცესში ჩართულია ტექნიკა და აგრო-ვადების შესაბამისად ხორციელდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების დამუშავების პროცესი.

სამუშაოების მიმდინარეობას, შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, თვითმმართველობისა და შუახევის აგროსერვის ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

პროგრამის ფარგლებში 2022 წელს აჭარაში 2100 ჰა ფართობი დამუშავდება, მათგან, შუახევში  165  ჰა მიწის ნაკვეთი.


 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics