13:57 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-03 12:22:15, 1167 ნახვა

სხვადასხვა
ბაქოს ცენტრში მდებარე კლუბში ძლიერი აფეთქება მოხდა, დაიღუპა ერთი და დაშავდა 31 ადამიანი

ბაქოს ცენტრში მდებარე კლუბში ძლიერი აფეთქება მოხდა. დაიღუპა ერთი და დაშავდა 31 ადამიანი. 6 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, 12-ის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის, 6-ის - სტაბილურია.

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის ცნობით, 2022 წლის 3 აპრილს, დაახლოებით 03:00 საათზე, ბაქოს საბაილის რაიონში, ტარლან ალიარბეკოვის ქუჩაზე, 9-ში მდებარე ღამის კლუბში აფეთქება მოხდა.

„ადგილზე იმყოფებიან პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს და სხვა შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლები. გამომძიებლები და კრიმინალისტები ახორციელებენ აუცილებელ საგამოძიებო მოქმედებებს. პირველადი ინფორმაციით, დაიღუპა ერთი და დაშავდა 31 ადამიანი. დამატებითი ინფორმაცია საზოგადოებას მიეწოდება“, - აცხადებენ გენერალურ პროკურატურაში.

საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე არსებული ოპერატიული ვითარების შეფასებისას დადგინდა, რომ ღამის კლუბის მუშაობის დროს მოხდა აფეთქება, რამაც გამოიწვია ხანძარი და შენობის შიგნით ჩამონგრევა.

მეხანძრე-მაშველების დროული ჩარევის წყალობით ხანძარი უმოკლეს დროში ლიკვიდირებული იქნა. ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics