08:02 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-05 15:50:47, 2833 ნახვა

რეგიონი
კასპში სასტუმრო კავთისხევი რეზორტი გაიხსნა

კასპში სასტუმრო კავთისხევი რეზორტის  გაიხსნის პრეზენტაცია გაიმართა. - ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, მდინარე კავთურის ხეობაში, შუაგულ საკავთსხევოში მდებარე სასტუმროს ლობი სივრცე  გემოვნებითა და ქართულ-ევროპული თანამედროვე სტილით მოწყობილი მყუდრო სასტუმროა. 

„სასტუმროს მშენებლობა სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ ხელშეწყოფით 70%-ის ფარგლებში დაფინანსდა. 

ეკოლოგიურად ჯანსაღი,  უსაფრთხო გარემო  და კომფორტული კოტეჯები საუკეთესოა საყვარელ ადამიანებთან, ოჯახთან ერთად განტვირთვის,  დროისა  და დასვენების გასატარებლად. სასტუმროს ინფრასტრუქტურა სრულად პასუხობს საოჯახო დასვენების საჭირო სტანდარტებს, რომელსაც  შეუძლია ერთდროულად 60-70 ადამიანს უმასპინძლოს.

ქართულ-ევროპული სამზარეულო, თონე, ბარი, ღია ტიპის საცურაო აუზი, „ჩანი“ (ცხელი წყლით), მონადირის სახლი და მშვიდი გარემო თითოეული დამსვენებლისთვის სასურველ ატმოსფეროს ქმნის.
დღს  მოგვეცა შესაძლებლობა სასტუმროს პრეზენტაციაზე დასწრების, რომელიც  კასპის მუნიციპალიტეტში პირველია და მივესალმებით მის გახსნას. სასტუმრო კავთისხევი რეზორტი ქართული ეკონომიკის, ადგილობრივი ბიზნესის და ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს.

საკავთისხევო მდიდარია ისტორიული ძეგლებითა რომელიც მრავალ ტურისტს იზიდავს. სასტუმროს ფუნქციონირებამ  სამუშაო ადგილების შექმნასა და ადგილობრივი კადრების დასაქმებას შეუწყო ხელი.  ვულოცავთ სასტუმროს მეპატრონეს ნიკოლოზ ხაჩირაშვილსა და მთელ პერსონალს ამ ღირშესანიშნავ დღეს, რომ ზრუნავენ  მუნიციპალიტეტის განვითარებაზე  და ტურისტებისა და დამსვენებლების სიმრავლეს ვუსურვებთ - აღნიშნეს პრეზენტაციაზე დამსწრე შიდა ქართლის მხარის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

პრეზენტაცია რომელიც ცოცხალი მუსიკის ფონზე მიმდინარეობა გრანდიუზოლი ფოიერვერკით დასრულდა.

სასტუმრო კავთისხევი რეზორტის ლობი სივრცეში დასვენებისთვის დარეკეთ 500 500 900 და დაჯავშნეთ ნომერი - Hotel Kavtiskhevi Resort.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

 


 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics