14:02 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-07 17:21:59, 2612 ნახვა

რეგიონი
კასპში მოქმედ სამოქალაქო ინიციატივების ახალგაზრდულ ცენტრ „მომავალში“ საშობაო ღონისძიება გაიმართა

დღეს კასპში მოქმედ სამოქალაქო ინიციატივების ახალგაზრდულ ცენტრ „მომავალში“ საშობაო ღონისძიება გაიმართა. - ამის შესახებ ინფორმაციას კაპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა, მერის მოადგილემ ზურამ კოპაძემ და კულტურის სამსახურის უფროსმა თეა ხორბალაძემ სამოქალაქო ინიციატივების ახალგაზრდული ცენტრი მომავალის აღსაზრდელები მოინახულეს და შობის დღესასწაული მიულოცეს.  

ბავშვები სტუმრების წინაშე  მუსიკალური ნომრებით წარდგნენ, იცეკვეს, იმღერეს და ლექსები წაიკითხეს. მათთან ერთად სახალისო თამაშებში ჩაერთო ყველა სტუმარი.
ღონისძიების დასასრულს ვახტანგ მაისურაძემ და ზურაბ კოპაძემ ბავშვებს საშობაო საჩუქრები და ტკბილეული გადასცეს.

ცენტრის ხელმძღვანელმა მარი მჭედლურმა და ოჯახისა და ბავშვთა მხარდაჭერის ეროვნული ქსელის დამფუძნებელმა ნონა კენჭუაშვილმა მადლობა გადაუხადეს სტუმრებს შობის დღესასწაულის მილოცვისთვის.

კასპის მუნიციპალიტეტის მერია  ახალ წელს და შობის დღესასწაულს ულოცავს „მომავლი“-ს ცენტრს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics