03:39 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-30 12:10:18, 815 ნახვა

რეგიონი
კასპში ქვათახევის ქუჩაზე საფეხმავლოების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქვათახევის ქუჩაზე საფეხმავლოების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ქუჩაზე უკვე დაიგო ასფალტის ორი ფენა და  საფეხმავლოების წინა მოსამზადებელი სამუშაოები სრულდება, რის შემდგაც დაიგება ასფალტი.

უწყების ცნობით, მუნიციპალიტეტმა მიმდინარე წელს  ქალაქში ხუთი ერთმანეთთან დკავშირებული  ლესელიძის, ჯორჯიაშვილის, მეტეხის, ქვათახევის და სამების ქუჩის რეაბილიტაცია დაგეგმა. უკვე დასრულებულია სამების ქუჩა, სამუშაოები მიმდინარეობს ლესელიძის, ჯორჯიაშვილის და ქვათახევის  ქუჩებზე.

მათივე ინფორმაციით, ქუჩების საერთო სიგრძე 1 288 გრძივი მეტრია,  პროექტს რეგიონალური განვითარების ფონდი და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი  969 980 ლარით აფინანსებს, აქედან  99 485 ლარი იხარჯება ქვათახევის ქუჩის რეაბილიტაციაზე.

სამუშაოს შპს „საგაზაო სამშენებლო სამმართველო #1“ ასრულებს.

"აღნიშნული ქუჩებიდან არც ერთი   არასოდეს ყოფილა მოასფალტებული და გადადგილებისას დისკომფორტოს ქმნიდა. კეთილმოწყობილი გზა კი  უზრუნველყოფს მოსახლეობის და ტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას, ასევე ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics