07:01 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-26 11:53:27, 906 ნახვა

რეგიონი
სოფელ ძველ ქვეშში ბეტონის გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ინფრატსრუქტურის მოწყობა აქტიურად გრძელდება.  სოფელ ძველ ქვეშში, 550 გრძივ მეტრზე, ბეტონის გზა ეწყობა. სამუშაოები  რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 408 000 ლარს შეადგენს.

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას ბოლნისის მუნიციპალიტეტის  მერი დავით შერაზადიშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს კონსტანტინე კორძაძესთან ერთად გაეცნო.

მათივე ცნობით, 2021 წელს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის 6 226 389 ლარია გამოყოფილი.

“სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია, სოფელ ძველ ქვეშში, ამ ეტაპზე, ბეტონის გზის მოწყობა მიმდინარებს და სულ მალე  მოსახლეობა კომფორტული გზით სარგებლობას შეძლებს. მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა კი, დამეთანხმებით, განვითარებული სოფლის საწინდარია. ამიტომ, ამ მიმართულებით, ჩვენ ყოველწლიურად, მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს ვხარჯავთ. სოფელში ბეტონის გზის მოწყობისთვის 408 000 ლარია გამოყოფილი და პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics