01:18 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-19 17:22:36, 1235 ნახვა

რეგიონი
შუახევის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა მოეწყო

შუახევის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა მოეწყო.

მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი და პრიორიტეტები შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ანზორ ცეცხლაძემ წარადგინეს.

2022 წლის საწყისი ბიუჯეტი, გასული წლის საწყის ბიუჯეტთან შედარებით 3 095 000 ლარით გაიზარდა და 15 065 500 ლარს შეადგენს.

ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებზე 6 400 000 ლარი, განათლების, კულტურის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის მიმართულებით 3 200 000 ლარია გათვალისწინებული.

გაიზარდა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების დაფინასება და 1 072, 1200 ლარით განისაზღვრა. მუნიციპალიტეტში მოქმედ სოციალურ პროგრამებს კიდევ ერთი „უკიდურესად გაჭირვებული, ძველი საცხოვრებელი სახლების მქონე და უსახლკარო ოჯახებზე საცხოვრებელი სახლების შეძენის" პროგრამა დაემატა, რომლის ბიუჯეტი 1800 000 ლარს შეადგენს.

,,დღეს მოეწყო 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა. მომავალი წლის ბიუჯეტი, პირველ რიგში ორიენტირებულია ჩვენს მოსახლეობაზე, მათ საჭიროებებზე, პროგრამებსა და პროექტებზე. პრიორიტეტულ მიმართულებად კვლავ რჩება ინფრასტრუქტურა, განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის განვითარება, სოციალური პროგრამები. ბიუჯეტის საჯარო განხილვას ვმართავთ, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებში და ვცდილობთ, ყველა ის წინადადება, რაც მოსახლეობის მხრიდან დასახელდა გავითვალისწინებთ“- განაცხადა ომარ ტაკიძემ.

შეხვედრის მონაწილეთა დასმულ კითხვებს, შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე და მერიის სამსახურის ხელმძღვანელები პასუხობდნენ.

 
 
 
 
 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics