01:17 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-05 12:40:59, 1096 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ჭარნალის სამედიცინო ამბულატორიაში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს ადგილზე გაეცნო

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელთან, რუსუდან შავიშვილთან ერთად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ჭარნალის სამედიცინო ამბულატორიაში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს ადგილზე გაეცნო.

,,გრძელდება ვიზიტები სოფლის ამბულატორიების დონეზე. შევხვდით მოსახლეობას, რომლებიც წინასწარ იქნენ მობილიზებლები ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ, ვესაუბრეთ ვაქცინაციის პრიორიტეტულობაზე, სარგებელზე და იმ ფონზე, როცა ქვეყნის მასშტაბით ეპიდვითარება უარესდება, მათ უნდა მიიღონ ლოგიკური გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ სხვა რეგიონებთან შედარებით აჭარაში მშვიდი ეპიდვითარება გვაქვს, ვერ იქნება გარანტი რომ მომდევნო დღეები არ იქნება დაძაბული, თუ ვაქცინაციის ტემპი არ გაიზრდება. აქედან გამომდინარე, თითოეული ამბულატორიის, თემის სამედიცინო პუნქტის დონეზე სამინისტრო, სოფლის ექიმები და თითმმართველობების სამსახურები ძალიან აქტიურად მუშაობენ. ჩვენი მიზანია რომ უფრო მეტი მოქალაქე დავარწმუნოთ ვაქცინაციის მნიშვნელობაში, რომ წლის ბოლომდე მინიმუმ 60% სამიზნე მოსახლეობის იყოს აცრილი, პარალელურად ვავრცელებთ ინფორმაციას ბუსტერის რეკომენდაციის შესახებ და მოქალაქეები თითონ იღებენ გადაწყვეტილებას დამატებითი დოზების შესახებ“ - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.

როგორც სოფელ ჭარნალის მკვიდრმა, ომარ მამულაძემ აღნიშნა, ,,გრიპის ვაქცინასთან ერთად ფაიზერის ვაქცინით ავიცერი და თავს კარგად ვგრძნობ, ყველას მოვუწოდებ ჩვენივე ჯანმრთელობის მოსაფრთხილებლად ავიცრათ“.

ამ დროისთვის აჭარაში სულ - 218 525 დოზა ვაქცინაა ადმინისტრირებული. მათ შორის: I დოზით - მოსახლეობის 32.4 %, 18 წელს ზემოთ 42.5 %; II დოზით - მოსახლ 29.1 %, 18 წელს ზემოთ 38.2 %; ხოლო სამიზნე ჯგუფის - 63.7 %.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics