07:04 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-03 12:07:05, 1030 ნახვა

რეგიონი
ქვათახევის ქუჩა მოასფალტდა

კასპში ქვათახევის ქუჩის მოასფალტების სამუშაოები კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ დაათვალიერა. - ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ასფალტის სამუშაოების დაწყებამდე ქუჩაზე სასმელი წყლის ქსელი შეიცვალა, მოეწყო სანიაღვრეები და გასწორდა წყალარინების ჭები.

მიმდინარე პროექტი 5 ქუჩის  ლესელიძის, ჯორჯიაშვილის, მეტეხის, ქვათახევის და სამების რეაბილიტაციის სამუშაოებს ითვალისწინებს.

ამასთან, სამების ქუჩა უკვე მოასფალტებულია, შესაბამისად შეიცვალა სასმელი წყლის ქსელიც.

ხუთივე ქუჩა ერთმანეთთან დაკავშირებულია, არის მჭიდროდ დასახლებული. ინდივიდუალური საცხოვრებელი ბინების გარდა  განთავსებულია 3 ხუთსართულიანი საცხოვრებელი ბინა, რომელშიც 100 ოჯახი ცხოვრობს. ქუჩების რეაბილიტაციას შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო #1“ ახორციელებს.

ქუჩების საერთო სიგრძე 1 288 გრძივი მეტრია,  პროექტს რეგიონალური განვითარების ფონდი და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი  969 980 ლარით აფინანსებს.

ქუჩები წლების მავლობაში ამორტიზირებულია და  მოასფალტებული არასოდეს ყოფილა. კეთილმოწყობილი გზა უზრუნველყოფს მოსახლეობის და ტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას, ასევე ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics