2021-10-30 13:05:10, 2772 ნახვა
კომენტარი
შსს-ში აცხადებენ, რომ რუსთავის მე-12 ციხესთან პოლიციის დანაყოფების მობილიზება უსაფრთხოების მიზნით ხდება
შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, რომელშიც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, სპეცრაზმის მობილიზებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.
როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, რუსთავის ციხის გარე ტერიტორიაზე პოლიციის დანაყოფები უსაფრთხოების მიზნით დგანან.
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის რუსთავის N12-ე დაწესებულების გარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების მიზნით დგანან პოლიციის დანაყოფები.
ბუნებრივია პერიოდულად ხდება თანამშრომელთა როტაცია, დღესაც სწორედ როტაციის დროს მოხდა მედიასაშუალებების მხრიდან გადაადგილების ამსახველი ვიდეოკადრების გადაღება“, - აცხადებენ უწყებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,