|
2021-10-12 11:41:44, 1259 ნახვა
რეგიონი
ქალაქ ბოლნისში ზრდასრულთა განათლების ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა
DVV International-ის დაფინანსებითა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ქალაქ ბოლნისში ზრდასრულთა განათლების ცენტრი შეიქმნა. ცენტრი ოფიციალურად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა და DVV International-ის დირექტორის მოადგილემ უვე გარტენშლეგერმა გახსნეს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმააციით, ცენტრის გახსნას DVV International-ის რეგიონული კოორდინატორი ბეტინა ბრანდტი, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი და 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, მეორე ვადით არჩეული ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი ესწრებოდნენ. სტუმრები ცენტრში არსებული კურსების სასწავლო პროცესს ადგილზე გაეცნენ და მსმენელებს გაესაუბრნენ. ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრის კონცეფცია გერმანულ მოდელს ეყრდნობა და ის მსმენელებს 15 სხვადასხვა სასწავლო კურსს სთავაზობს. ცენტრი ასევე 2 კლუბს, ახალგაზრდულ მიმართულებასა და სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრსაც აერთიანებს. ზრდასრულთა განათლების ცენტრმა მსმენელების მიღება რამდენიმე თვის წინ დაიწყო. მსგავსი ცენტრები წარმატებით ფუნქციონირებს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, რომელთა მიზანიც არაფორმალური განათლების ხელშეწყობა და განვითარებაა. აღსანიშნავია, რომ ცენტრის გახსნის ცერემონიალის ბოლოს, კომპიუტერული პროგრამების შემსწავლელი კურსის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ. „ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობის შედეგად, ბოლნისში ზრდასრულთა განათლების ცენტრმა დაიწყო ფუნქციონირება. ცენტრი ახლა უკვე ოფიციალურად გაიხსნა. მინდა ამ პროექტის ინიციატორებსა და DVV International-ს დიდი მადლობა გადავუხადო. ზრდასრულთა განათლების ცენტრში ჩვენი მოქალაქეები სხვადასხვა პროფესიის დაუფლებას შეძლებენ, რაც ვფიქრობ, მუნიციპალიტეტში დასაქმების სფეროს კიდევ უფრო მეტად კონკურენტულს გახდის. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ცენტრის კონცეფცია გერმანულ მოდელს ეყრდნობა, რაც ხარისხიან სასწავლო პროგრამებს განაპირობებს. ზრდასრულთა განათლების ცენტრს წარმატებებს ვუსურვებ, ბოლნისის მუნიციპალიტეტი ცენტრის საქმიანობას ყოველთვის აქტიურად დაუჭერს მხარს“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)