|
2021-09-20 14:36:46, 1158 ნახვა
რეგიონი
ნინო ნიჟარაძე: აჭარაში გვაქვს მკვეთრად გამოხატული სტაბილური დინამიკა - დავიცვათ ყველა წესი, მოვერიდოთ ხალხმრავლობას
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ რეგიონში არსებულ ეპიდვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკანასკნელი სამი კვირის განმავლობაში აჭარაში მკვეთრად გამოხატული სტაბილური დინამიკაა. მინისტრმა მოუწოდა მოქალაქეებს, დაიცვან არსებული რეგულაციები და მოერიდონ ხალხმრავალ სიტუაციებს. ამასთანავე, ნინო ნიჟარაძემ ვაქცინაციის კამპანიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მოწყვლადი ჯგუფების იმუნიზაციის პროცესი. „უკანასკნელი სამი კვირის განმავლობაში აჭარაში გვაქვს მკვეთრად გამოხატული სტაბილური დინამიკა. გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 68 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, თუმცა უქმეებზე მოქალაქეთა დაბალი მომართვიანობაა და ეს უნდა გავითვალისწინოთ, დავიცვათ ყველა წესი, მოვერიდოთ ხალხმრავლობას. დადებითობის მაჩვენებელი ბოლო ორი კვირის განმავლობაში არის 3,5%-დან 4,2 %-ის ფარგლებში, დღის მაჩვენებელი 3 %-ს შეადგენს, თუმცა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომდევნო ორი სამუშაო დღის მონაცემი, როდესაც ყველაზე მაღალია მოქალაქეთა მომართვიანობა ტესტირებისთვის. დღეისათვის აჭარაში 2 280 აქტიური შემთხვევაა. დაახლოებით 500-ზე მეტი თავისუფალი ჰოსპიტალური საწოლია ამ დროისათვის, კლინიკაში იმყოფება 570 პაციენტი, მათ შორის 140 ინტენსიური თერაპიის საჭიროების მქონე. რაც შეეხება ვაქცინაციას, 20 სექტემბრის მდგომარეობით აჭარში 192 000-ზე მეტი დოზა ვაქცინაა ადმინისტრირებული. მოსახლეობის 31 % გახლავთ ერთი დოზით აცრილი, ორი დოზით 23%. ვაქცინაციის პირველ დოზებზე რეგისტრაციისა და მიმართვიანობის ტემპი შედარებით შემცირდა, თუმცა რეგიონში ყოველდღიური აცრის მაჩვენებელი სამიზნე მაჩვენებლის დონეს არ ცდება. ჩვენ გვაქვს არანაკლებ 2 500 ყოველდღიურად ჩატარებული აცრის რაოდენობა. დღეიდან უკვე ყველა სამედიცინო ამბულატორია სოფლად ჩაერთო ვაქცინაციის პროცესში და იქ სადაც არის კადრის დეფიციტი, ან ინფრასტრუქტურის პრობლემა და ეს არის ერთეული, იმუშავებენ და უკვე მუშაობენ გამსვლელი ბრიგადები. ასეთი 17 სოფელია შერჩეული, სადაც აქამდეც ჩატარებულია გასვლითი ვიზიტები , თუმცა ამ სოფლებშიც უკვე ოჯახის ექიმები იწყებენ და გააგრძელებენ მომდევნო პერიოდშიც ვაქცინაციას. ჩვენი მთავარი მიზანია, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები, განსაკუთრებით რისკჯგუფები, ასაკოვანი მოსახლეობა, პირველ რიგში იყვნენ აცრილნი, თუმცა გვიახლოვდება სასწავლო პროცესი, ამიტომ განსაკუთრებით მოვუწოდებ პედაგოგებს და სტუდენტებს ვაქცინაციისაკენ. მითუმეტეს არასამედიცინო სივრცეში, უნივერსიტეტში არის ვაქცინაციის ცენტრი და შესაძლებელია ნებისმიერ ვაქცინაზე მოვიზიდოთ მოსახლეობა“, - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)